"ექიმები პოლიტიკის გარეშე" - ანა დოლიძე პოლიტიკურ სპექტრს მორატორიუმს სთავაზობს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მიმართავს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.
ანა დოლიძე მთავრობას მოუწოდებს არ მიიწეროს საკუთარ თავზე ის დამსახურება, რომელიც სამედიცინო პერსონალის შრომით არის მიღწეული. ოპოზიციას კი ეუბნება, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით კრიტიკისგან თავი შეიკავოს.
"საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობ მორატორიუმს ეგიდით "ექიმები პოლიტიკის გარეშე". ამ მორატორიუმის მიხედვით მე ვთავაზობ ხელისუფლებას ერთის მხრივ თავი შეიკავოს და არ მიიწეროს საკუთარ თავზე ის დამსახურება და მიღწევა, რომელიც განპირობებულია ძირითადად ექიმების, ექთნების და სამედიცინო პერსონალის შრომით," - აცხადებს ანა დოლიძე.