18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
აქტიურად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე - ბექა ლილუაშვილი

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებთან ერთად ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა განიხილა.

"მას შემდეგ, რაც პრემიერმა განახორციელა ამ ორგანიზაციებთან პირველი შეხვედრა, გასცა დავალება, რომ გაგვეკეთებინა პლატფორმა, რომელიც შეიკრიბება და იმსჯელებს სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხზე, გააკეთებს რეკომენდაციებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ეს საკითხი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქტიურად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა.

"ეროვნული ბანკის ნაწილში მთავარი კითხვა იყო ალბათ ლარის ლიკვიდობის მიწოდებასთან დაკავშირებით. აქ ვახსენეთ, რომ საპროცენტო განაკვეთები არის საკმაოდ გაზრდილი ლარზე. ამ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს იწვევს ორი ფაქტორი. ერთი არის ლიკვიდობის საჭიროება და მეორე არის საკრედიტო რისკები," - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

დღის ამბები