18 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს  

პარლამენტის თავმჯდომარეს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, და გერმანიის ელჩებთან ვიდეო კონფერენცია ჰქონდათ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი. 

შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პაკეტი და ის სიახლეები განიხილეს, რომელიც ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით მზადდება და რომლის მიღებაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე იგეგმება.

საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესებზე, მედიაში პოლიტიკური რეკლამის რეგულაციებსა და პარტიების დაფინანსებაზე.

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე დაიწყებს.

 

დღის ამბები