18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად პრაღიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს პრაღიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება.

აღნიშნული რეისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან. მგზავრთა შორის არიან სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისი - ათენი-თბილისი; 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

დღის ამბები