18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
სოფლის მოსახლეობა მოსავლის ქალაქში ჩამოტანასა და რეალიზაციას ვერ ახერხებენ - ენმ მთავრობას ჩაკეტილი ქალაქების გახსნას მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჩაკეტილი ქალაქების გახსნას მოითხოვს. პარტიაში თვლიან, რომ დიდი ქალაქების დაკეტვით, პრობლემები შეექმნათ როგორც ქალაქებს, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით, სოფლის მოსახლეობა მოსავლის ქალაქში ჩამოტანასა და რეალიზაციას ვერ ახერხებს. 

"მოქალაქეებმა ბრძოლის შედეგად შევძელით, რომ აგრარული ბაზრები ქალაქებში გაიხსნა. თუმცა პროდუქცია ჯერ კიდევ ძვირი რჩება, რადგან ხელისუფლებას აქვს უაზრო რეგულაციები, ქალაქები აქვს ჩაკეტილი, რაც აზარალებს, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებსაც, რომლებმაც მოიყვანეს მოსავალი და ვერ ახერხებენ ჩამოიტანონ ის ქალაქებში და რეალიზება მოახდინონ. 

ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მოხსნას ეს უაზრო რეგულაცია,"- განაცხადა  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით კირკიტაძემ. 

დღის ამბები