საპარტნიორო ფონდის ოფისთან "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა სამთავრობო ანტიკრიზისული პროგრამისა და მოსახლეობის დახმარების ალტერნატიული გეგმის თაობაზე ბრიფინგ-პერფორმანსი გამართა.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, კორონავირუსთან ერთად ქვეყანაში კორუფციის ვირუსი მძვინვარებს. ჩხარტიშვილმა დღეს საპარტნიორო ფონდის მაღალი ხელფასებიც გააპროტესტა. მისი თქმით, პანდემიის დროს ქვეყანაში 3 000 ლარზე მეტი ხელფასი არავის არ უნდა ჰქონდეს.
"3 000 ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონდეს ქვეყანაში არავის ეპიდემიის დროს მაინც იმიტომ, რომ თუ გაჭირვებაა, ყველას უნდა გაუჭირდეს და 3 000 ლარი ასეთ ქვეყნაში არის საკმაოზე მაღალი ხელფასი და დაზოგილი ფული, ამაზე და კორუფციულ ხარჯებზე გასცენ კომპენსაცია ყველა მოქალაქეზე," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.