მთავრობის დღევანდელ სხომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და მთავრობის დადგენილების ინიცირება მოხდება, რაც საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას მოიცავს.
პრემიერის განმარტებით, ყველა ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, დახმარებას მიიღებს.
"დღეს ჩვენი მთავრობის მთავარი განსახილველი საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომელიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ. ჩვენ დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც იქნა მიღებული, საშემოსავლო გადასახადი, სუბიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რომელიც პირდაპირ არის მიმართული იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ და გულისხმობს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომელთაც სამსახური დაკარგეს და ასევე, რომელებიც იყვნენ თვითდასაქმებულები. მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს მხარდაჭერას," - განაცხადა პრემიერმა.