18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, თუ როგორი პრინციპით იმუშავებენ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებირივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ.

თეა წულუკიანის განმარტებით, ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი.

"გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ -  იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე,  მოხვდეთ იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის, ან კიდევ დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში - ამისთვის საჭირო იქნება, რომ პორტალის MYgov.ge მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი, თქვენთვის სასურველ დღეს და დროს.

Mygov.ge-ის გვერდით ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე. ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს ამ წუთიდან, შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ, დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღეს და დროს ვიზიტი," - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ეს დროებითი წესი, მინიმუმ, საგანგებო მდგომარეობის ვადით იმოქმედებს.

წულუკიანის განმარტებითვე, შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე. ასევე, იუსტიციის სახლის ბავშვთა სივრცეები, დროებით, დაკეტილი დარჩება.

დღის ამბები