18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
რომან გოცირიძისთვის გაუგებარია, როდის უნდა მოასწროს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის, რომან გოცირიძისთვის გაუგებარია, თუ როდის უნდა მოასწროს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, იმ ფონზე, როდესაც პარლამენტს მუშობა ჯერაც არ განუახლებია.

გოცირიძის განამრტებით, მთავრობის მიერ დაანონსებულ სოციალურ დახმარებებს საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, ამისთვის კი აუცილებელია პარლამენტმა მუშაობა განაახლოს.

"პარალმენტში კომიტეტის სხდომების ჩატარება შეიძლება პლენარულ დარბაზშიაც კი. კომიტეტის წევრი არის დაახლოებით 10 დეპუტატი და შესაძლებელია ნებისმიერ დარბაზში 5 მეტრიანი დისტანციის დაცვაც კი. თუკი ბიუროს სხდომებს ვატარებთ, რატომ არ უნდა ჩატარდეს პლენარული ან კომიტეტის სხდომები. პარლამენტი ფაქტობრივად არის გათიშული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან.

დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ ახლა უნდა შეიტანოს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, ანუ ის ცვლილებები, რომლიც აუცილებელია თვითდასაქმებლებისათვის თუნდაც იგივე დამამცირებელი შემწეობების გასაცემად. ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ეხება შეღაბათებს, თუნდაც საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით.  მთავრობა ახლა ამას როდის წარმოადგენს, როდის პარლამენტი იმსჯელებს, სემდეგ ეს როდის დამტკიცდება?! თურმე ამ დახმარების გაწევა რეალურად შესაძლებელი იქნება სადღაც ივნისის დასაწყისში. ევროპაში კი ყველა ქვეყანამ როგორც კი კრიზისი დადგა, მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების პაკეტები მომენტალურად გამოიყენა.

შემწეოების გაცემას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, სჭირდება ბიუჯეტი და სჭირდება საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც დღეს მხოლოდ იდეის დონეზე გააჟღერა ფინანსთა მინისტრმა. არ არის პარლამენტში შემოსული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს იმ მექანიზმებს, რომელსაც ისინი კედლებზე დახახული გვაჩვენებდნენ," - აღნიშნა რომან გოცირიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

 

დღის ამბები