პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი საგანგებო სიტუაციების ფარგლებში შეძლებისდაგვარად ახორციელებს მთავრობაზე ზედამხედველობას.
"საპარლამენტო ცხოვრება, რა თქმა უნდა, გრძელდება, პარლამენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული. პარლამენტის წევრები საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან.
ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ბოიკოტის რეჟიმში და ახლა, როცა ყველაზე მძიმე ეტაპში შევდივართ, ახლა გაუჩნდათ ხომ სურვილი ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში?!" - განაცხადა კახიანმა.
კახიანის თქმით, ოპოზიციის ნაწილს ეს პროცესი პოლიტიკური სპექტაკლების მოსაწყობად სჭირდება.
კახიანი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტიორები აცხადებენ, რომ მთავრობა პანდემიის დროს ქმედით ნაბიჯებს დგამს.
"აქამდე ყველაფერი მიდის კარგად, ეფექტურად, ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები. მხოლოდ ჩვენ ხომ არ ვართ ასეთ რეჟიმში. ასეთ რეჟიმშია მთელი მსოფლიო
იმ ფორმებით, რა ფორმებითაც შეიძლება საპარლამენტო ცხოვრების განხორციელება და კონტროლი, ამას ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება გაუჩნდა აზრი, რომ ახლა უნდა დაამთავრონ ბოიკოტი და ახლა უნდა გადავიდეს პარლამენტი ჩვეულებრივ რეჟიმზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო პარნიორები აცხადებენ, თუ როგორი ეფექტური ღონისძიებები ჩაატარა მთავრობამ," - განაცხადა კახიანმა.