18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"ვაფრთხილებ ამ ე.წ. მთავრობას, სანამ ხალხი მასობრივ გამოსვლებს დაიწყებს. კომენდატის საათი გააუქმეთ" - შალვა ნათელაშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მაქსიმალურად შემსუბუქებას ითხოვს.

მათი განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია საშუალებას იძლევა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც გაუქმდეს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მოხსნას შეზღუდვები და ე.წ. კომენდანტის საათი.

"მე ვაფრთხილებ ამ ე.წ. მთავრობას, სანამ ხალხი მასობრივ გამოსვლებს დაიწყებს, კომენდატის საათი გააუქმეთ და აღადგინეთ ეკონომიკა, რადგან თქვენ უარი თქვით ხალხის გადარჩენაზე, მიეცით საშუალება ადამიანებს, რომ თავად გადაირჩინონ თავი,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები