18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ყველა შეზღუდვა არის ხელოვნურად შექმნილი, რომელიც ამ ეტაპზე საჭირო არ არის - გიორგი ვაშაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ხელისშემშლელ ფაქტორად აფასებენ. მათი თქმით, ახლა ყველაზე მეტად საჭიროა ეკონომიკის ამოქმედება და კომენდანტის საათი და ყოველგვარი შეზღუდვა ამ ყველაფერს ხელს უშლის.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობის მიერ ყოველგვარი დაწესებული შეზღუდვა ხელოვნურია და პანდემიის ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

"მე პირველივე დღიდან წინააღმდეგი ვიყავი, რომ შეზღუდვები დაეწესებინათ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ყოველგვარი გეგმის გარეშე არის სისულელე. ეს ყველა შეზღუდვა არის ხელოვნურად შექმნილი, რომელიც ამ ეტაპზე არანაირად არ არის საჭირო,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები