18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
"თქვენი დახმარებით შევძელით და დღეს ვზეიმობთ ამ წარმატებას" - ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოს ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოს ექიმებს შეხვდა. მინისტრმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ახორციელებენ.

"თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას და მიუხედავად იმისა, რომ იანვრის თვეში არა თუ საქართველომ, არამედ მსოფლიომაც კი არ იცოდა, თუ რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდ ინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის, თქვენი დახმარებით შევძელით და დღეს ვზეიმობთ ამ წარმატებას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ბოლო დროს მედიკოსების დაინფიცირების შესახებ ფაქტებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ექიმებს არა ერთი ტრენინგი აქვთ გავლილი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს ეყრდნობა. 

"ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შეიძლება მე აქ, თქვენს გვერდზე არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული იმ პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრენინგს, რომელი პროტოკოლებიც არის სრულიად გაზიარებული და დაყრდნობილი მსოფლიოს პრაქტიკას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს.

რა თქმა უნდა ის, რომ თქვე იყოთ დაცულები, იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ბრძოლას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

დღის ამბები