18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად გვქონდეს ცხადი და მკაფიო წარმოდგენა, როგორი იქნება არჩევნების დღე - ირაკლი აბესაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან 2020 წლის არჩევნებს ჩატარების პრინციპის შესახებ პასუხების დროულად გაცემას ითხოვენ. მათ აინტერესებთ, როგორც ჩატარდება არჩევნები, ასევე როგორ მოხდება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. ოპოზიციის წევრები მსჯელობის დროულად დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს ზუსტი წარმოდგენა დროულად უნდა ჰქონდეთ. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად გვქონდეს ცხადი და მკაფიო წარმოდგენა, როგორი იქნება არჩევნების დღე და რაც მთავარია, როგორი იქნება ის პოლიტიკური პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებამდე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და მიიღოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად სამართლიანს გახდის საარჩევნო სისტემას," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ახლა საკუთარი ძალაუფლებით ტკბება და სურს წინასაარჩევნო პროცესი პოლიტიკურ ველზე მხოლოდ თავად აწარმოოს.

"ხელისუფლება ახლა არის ძალაუფლებით ტკბობაში გადასული, იმიტომ რომ პრაქტიკულად მოკლა მთელი პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ თვითონ არის წარმოდგენილი ყველგან. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ "ქართული ოცნებას" სურს, მთლიანად ჩაკლას პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და მარტო თვითონ აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, რასაც დღეს აკეთებს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  

დღის ამბები