18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
"ქართული ოცნება" მზად არის, არჩევნების ჩატარების თაობაზე არასამთავრობოებთან და ოპოზიციასთან ერთად იმსჯელოს - მამუკა მდინარაძე

"ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან, არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არჩევნების ჩატარების შესახებ იმსჯელონ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მზად არის იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე და მიიღოს სპეციალისტების რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს. 

"მზად ვართ, გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, იმისათვის რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით. ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 

დღის ამბები