ეკლესიასთან დაკავშირებული კლასტერი, ჯერჯერობით, არ გამოვლენილა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვანაირი მოლოდინები აქვთ.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში ეპიდემიის დასრულება დიდწილად მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
"ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ის სოციალური დისტანცირება, რომელიც არის მოწოდებული.
რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.