18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
იმედია, ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა, კიდევ ერთხელ არ მოატყუოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართული საზოგადოება - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ღამის კურიერის ეთერში იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება 8 მარტს ოპოზიციასთან დადებულ შეთანხმებას შეასრულებს და საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ არ მოატყუებს. ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების თემა ნამდვილად იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებები ადასტურებს. 

"იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა, არ გააკეთოს ის, რაც გააკეთა 14 ნოემბერს, როდესაც მოატყუა საერთაშორისო თანამეგობრობაც და ქართული საზოგადოებაც. მეორედ ეს უკვე ნამდვილად აღარ გაუვა ხელისუფლებას. ამიტომ, აუცილებლად უნდა შედგეს ეს შეთანხმება. პირველი, რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, საერთოდ, არჩევნების თემა ძალიან საინტერესოა და ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოყენება შეგნებულად იმისთვის, რომ არჩევნები სხვა რეჟიმში გადავიდეს. პირველი - უნდა შესრულდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს და მე დღეს მოვისმინე პარლამენტის ყოფილი და დღევანდელ თავმჯდომარეების განცხადება და ძალიან კარგი, თუ დროულად მიიღება ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას - ესეც ნამდვილად იყო ამ მოლაპარაკების თემა. 

ნუ დავუჯერებთ ოპოზიციას და ნუ დავუჯერებთ ხელისუფლებას - დავუჯეროთ დიპლომატებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ამ პროცესში. ირაკლი ოქრუაშვილის პროცესის მეორე დღესვე აშშ-ს ელჩმა პირადად გააკეთა განცხადება შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს და იმავე დღესვე გააკეთა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმავე ტიპის განცხადება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები