18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის, რომ შეიკრიბნენ, იმ დღეს კორონა შვებულებაში იყო? - უსუფაშვილი პარლამენტის მუშაობის განახლებას ითხოვს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი ხელისუფლებისგან შეზღუდვებთან დაკავშირებით უფრო აშკარა განმარტებების გაკეთებას მოითხოვს ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"ხელისუფლება იმისთვის მჭირდება, რომ ამ მძიმე ვითარებაში ქვეყანა გააერთიანოს, აგვიხსნას ის შეზღუდვები, რომელსაც იღებს. კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ის დეკრეტი. "ლელო" პირველი პოლიტიკური ძალა  იყო, რომელმაც ეს არაპოპულარული თემა წამოვწიეთ, მაგრამ წამოვწიეთ იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდეს ეს ყველაფერი. კონსტიტუციაში წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი საგანგებო სესიაზე იკრიბება და აღარ იშლება, ეს არის მთელი არსი, ანუ ჩვენ სახელმწიფოებრივად უნდა გავუმკლავდეთ კორონასაც, უმუშევრობასაც, იმ საფრთხეებსაც, რომელიც გეოპოლიტიკურ სივრცეში აუცილებლად შეიქმნება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ჩაატარებდა თუ არა ამ ვითარებაში საპარლამენტო სხდომებს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში პარლამენტს მუშაობას კონსტიტუცია ავალდებულებს:

"რას ნიშნავს ჩავატარებდი?! კონსტიტუცია ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის რომ შეიკრიბა პარლამენტი, იმ დღეს კორონა შვებულებაში იყო? თუ "აცეპლენიაში" იყო პარლამენტი და არ უშვებდნენ შიგ.  საკომიტეტო მოსმენებს რა უშლის ხელს სოციალური დისტანციის დაცვით? ხვალ ღმერთმა დაგვიფაროს და მტერი მართლა იარაღით რომ დაგვესხას თავზე, მაშინ სად უნდა ვიპოვოთ პარლამენტარები? საფრთხე ნაკლები იქნება? პარლამენტი იმიტომ გვინდა, მთავრობა იმიტომ გვინდა, პოლიცია იმიტომ გვინდა, მესაზღვრე იმიტომ გვინდა, საჯარო მოხელე იმიტომ გვინდა, რომ თავისი ფუნქცია საგანგებო რეჟიმში შეასრულოს. სწორედ საგანგებო რეჟიმში, დეკრეტებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს, იმიტომაა მუდმივად შეკრებილი,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები