18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"ქართული ოცნება" არ არის ნახსენები და არის კონკრეტული ძალა "ნაციონალური მოძრაობა" - ირაკლი მეზურნიშილი FB-ანგარიშების გაუქმებაზე

ფეისბუკის მიერ ყალბი ქართული ანგარიშების გაუქმებას, რომლებიც ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდებოდნენ, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ყალბი ანგარიშების "ქართულ ოცნებასთან" ცალსახა კავშირს გამორიცხავს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით დოკუმენტში ნახსენებია კონკრეტული პარტია -"ნაციონალური მოძრაობა":

""ქართული ოცნება" ნახსენები არ არის და აქედან გამომდინარე კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს თუნდაც სახელით და გვარით მოხსენიებული, თუნდაც კოკა ყანდიაშვილი... "ქართული ოცნება" არ არის ნახსენები და არის კონკრეტული ძალა "ნაციონალური მოძრაობა", აი აქ ჩანს ძალიან კარგი, ნათელი  კონტრასტი, თუ რაზეა საერთოდ საუბარი," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დღის ამბები