18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ხელისუფლების შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და საშიში - მიხეილ ბენიძის შეფასებით ყალბი FB გვერდები საარჩევნო გარემოსთვის სერიოზული გამოწვევაა

"ფეისბუკის" მიერ ყალბი ქართული ანგარიშების გაუქმებას, რომლებიც ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობებს უკავშირდებოდნენ, გამოეხმაურნენ  არასამთავრობო სექტორში."სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოსთვის არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევები, რაც საზოგადოებრივ აზრზე მსგავსი მეთოდებით გავლენის მოხდენას გულისხმობს:

"კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტი ანგარიში და აქტორი, ვიდრე რუსეთიდან მართული ანგარიშებია, არიან ჩართული და მობილიზებული ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორების მხრიდან. ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდანაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელისუფლებოდ მოქმედი აქტორები ამ შემთხვევაში 5-ჯერ მეტი იყო ვიდრე ოპოზიციის სასარგებლოდ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოსთვის არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევები. იმიტომ რომ მცდელობა არის საზოგადოებრივ აზრზე მოახდინონ გავლენა და პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ, როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორემ გამოიყენოს საზოგადოებრივი განწყობები, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და საშიში," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელ გიორგი გაბოძეს, მისი თქმით მთავარი არის არა ის, თუ  ვინ რამდენ ყალბ გვერდს იყენებს და ვის რა შესაძლებლობები აქვს, არამედ ის რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას აკრძალული მეთოდებით ცდილობენ:

"ვის 100 გვერდი აქვს და ვის 10 ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ ერთიც და მეორეც აკრძალული მეთოდებით ცდილობს გავლენის მოპოვებას საზოგადოებრივ აზრზე. რომელს რამდენი აქვს და რომელს რა შესაძლებლობები აქვს ეს არის უკვე მეორე თემა. ერთიც საშიშია და მეორეც. აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია," - განაცხადა გიორგი გაბოძემ.

 

დღის ამბები