18 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში 2020 წლის განახლებული ბიუჯეტით უნდა მივიდეს - "ლელო"

"ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს პოლიტიკური გაერთიანება "ლელოც".

პარტიის ლიდერების თქმით, კრიზისის ფონზე საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და აუცილებელია გიორგი გახარიამ კორექტირებული ბიუჯეტი დროულად წარმოადგინოს.

"პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში უნდა მივიდეს 2020 წლის განახლებული ბიუჯეტით, კონკრეტული დოკუმენტით, რომელშიც წავიკითხავთ თუ რომელი ხარჯების შემცირებას აპირებს საქართველოს მთავრობა კონკრეტულად.

როცა პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში, მისმა უწყებებმა ასევე უნდა წარმოადგინონ ძველ, ნორმალურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში ქვეყნის დაბრუნების კონკრეტული გეგმა," - აცხადებს "ლელოს" წევრი გიგლა მიქაუტაძე.

დღის ამბები