"ქვეყნები გარდამავალ პროცესში" - ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მასში საუბარია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ე.წ დემოკრატიული ფასადების რღვევაზე.
ანგარიშში საქართველო კვლავ რჩება "გარდამავალი ქვეყნებისა თუ ჰიბრიდული რეჟიმების" კატეგორიაში. საქართველოს ქულა ამ კონკრეტულ კვლევაში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაუარესდა. მიზეზად ბოლო პერიოდში დაპატიმრებები და კამათის საგნად ქცეული რამდენიმე სასამართლო პროცესი სახელდება.
კვლევაში ნახსენებია ოპოზიციის ბოიკოტიც საპარლამენტო ცხოვრებაზე და ამ მხრივ საქართველოსთან ერთად მოყვანილია ალბანეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს და სერბეთის მაგალითები.