გიორგი ვაშაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდთან ერთად შედგენილი 3-ეტაპიანი გეგმა ექსპერტებთან ერთად განიხილა.ის ითვალისწინებს ეკონომიკური აქტივობების აღდგენას, ადმინისტრაციული შეზღუდვების მოხსნას, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების ეტაპობრივ გახსნასაც.
"15 მაის მოიხსნას ყველა შიდა შეზღუდვა და პირველ ივნისს გაიხსნას სახმელეთო საზღვრები მასობრივი ტესტირება გავლილი ადამიანებისთვის,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი აცხადებს, რომ ხელისფულება ამ მდგომარეობას საკუთარი პიარისთვის იყენებს.
"ეს არის გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. ხვალ საქართველოს მოსახლეობა ბევრად კარგ მდგომარეობაში იქნება. ხელისუფლება ამ ყველაფერს საკუთარი ინეტრესებისთვის იყენებს," - განაცხადა გიორგი რუხაძემ.