საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთ პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
"საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.