18 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
სოფლის მეურნეობის, მშენებლობის დარგების მხარდაჭერისა და განათლების ანტიკრიზისული მართვის გეგმების წარდგენა - პრემიერმა მთავრობის უახლოეს დღის წესრიგზე ისაუბრა

გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ეკონომიკის იმ სექტორებზე ისაუბრა, რომელთა მხარდაჭერის გეგმასაც მთავრობა წარადგენს.

მათ შორის, პირველი იქნება ტურიზმი, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კი მთავრობა სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგების მხარდაჭერის გეგმას ცალცალკე სხდომას მიუძღვნის და დეტალურად ისაუბრებს.

გიორგი გახარიას თქმით, მეოთხე სხდომა მიეძღვნება განათლებაში ანტიკრიზისული მართვის საკითხს.

დღის ამბები