11 მაისიდან ნებადართული იქნება ყველა სახის წარმოება. ორშაბათიდან გაიხსნება ყველა ის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან გააჩნია.
აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა არ ეხება მოლებს და იმ მაღაზიებს, რომლებიც ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ვაჭრობენ. - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
"დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ე.ი. ორშაბათიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას.
თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ყველა სახის წარმოებას და გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ყველა სახის მაღაზიას.
ეს არ ეხება მოლებს და არ ეხება ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს. სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.