18 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
2020 წლის ქონების  გადასახადისგან გათავისუფლება, საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე - რას გულისხმობს ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმა წარადგინა. ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორისთისი დახმარების 2 ეტაპის შემდეგ, რომელიც გადასახადების შეღავათებს და სხვა მხარდაჭერას გულისხმობდა, მესამე ეტაპზე ტურიზმის სექტორს კიდევ უმნიშვნელოვანესი შეღავათები უწესდება.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, საშემოსავლო გადასახადის გადავადება 2020 წლის ბოლომდე, განთავსების ობიექტების სესხების სუბსიდირება, ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება. UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობა.

დღის ამბები