18 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
დახმარება ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის - ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმა წარადგინა, რომელიც მთავრობის მხრიდან ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის დახმარებას ითვალისწინებს.

ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურისტულ კომპანიები და გიდები გათავისუფლდებიან 2020 წლის ქონების გადასახადისაგან, 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი, მოხდება საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება 6 თვით, ასევე მოხდება ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება, UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობა.

მთავრობა ასევე დახმარებას გაუწევს გიდების გადამზადების პროგრამის განხორციელებას. ამასთან მთავრობის გეგმით, გიდების მხარდაჭერის მიზნით, მათთვის მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და მსგავს ობიექტებზე ვიზიტი უფასო იქნება.

 

დღის ამბები