18 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის", ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

მოძრაობის ლიდერები მუნიციპალიტეტების მიხედვით ვირუსის გავრცელების სტატისტიკის, ჩატარებული ტესტების მეთოდოლოგიის, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობისა და ახლად ინფიცირებული პირების დემოგრაფიული მონაცემების გაცნობას ითხოვენ.

"არ ქვეყნდება მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ვითარების სრულყოფილი ანალიზისათვის. სამწუხაროდ, არ ვიცით როგორია ვირუსის გავრცელება მუნიციპალიტეტების მიხედვით, არ ვიცით როგორია ჩატარებული ტესტების განაწილება მეთოდოლოგიის მიხედვით, არ ვიცით ინფორმაცია ახლად დაინფიცირებული ადამიანების სქესისა და განაწილების მიხედვით, არ ვიცით კრიტიკული პაციენტების ზუსტი რაოდენობა, მერე მხრივ, ასევე უცნობია ეკონომიკის მიერ მიღებული ზარალი და სამომავლო ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გეგმავს,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე. 

"ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენაც მოუწოდებს და მონაცემების საჯაროობის შესახებ, 10 დღის წინ დადებულ პირობას ახსენებს.

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 10 დღის წინ დადებული პირობა და გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, გაითვალისწინოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციები და შეიმუშავოს იმ ინფორმაციის ნუსხა, რომელიც რეგულარულად გამოქვეყნდება,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები