18 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
სახელმწიფო, სარესტორნო ბიზნესს საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს 30%-იან თანაუზრუნველყოფას ჰპირდება - ნათია თურნავა

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.

პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროსთვის ანტიკრიზისულ გეგმა წარადგინეს.

ნათია თურნავამ იმ შეღავათებზე ისაუბრა, რაც კვების ობიექტებს შეეხება.

"სარესტორნო ბიზნესი არის საკმაოდ დიდი სეგმენტი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის. რომელიც უნდა ითქვას, რომ ალბათ ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარიული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმი დატვირთავს ამ ობიექტებს.

ჩვენ ვთავაზობთ გარდა იმ საერთო საგადასახადო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადიდან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადახდის გადავადებას წლის ბოლომდე, ვთავაზობთ კონკრეტულ  დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საგარანტიო სქემაში, რაც  ნიშნავს, რომ სახელმწიფო 30 პროცენტში თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ის თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ და გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები ხელფასები," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები