18 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"უკვდავი პოლკის" იდეის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს - ბურჯანაძის განმარტება კოსაჩოვთან ერთად ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობაზე

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე იუბილესთან დაკავშირებით Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციის მთავარი სტუმარი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი კოსაჩევი იყო. ონლაინ კონფერენციაში  მონაწილეობას დსთ-ის და სხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იღებდნენ, მათ შორის იყო "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნებმა ურთიერთობა შეინარჩუნეს.

"მოგესალმებით, მიხარია, რომ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ურთიერთობის ხიდი ქვეყნებს შორის, გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავს, "უკვდავი პოლკის" დაარსებით, ღირსეულად ფასდება ომის ვეტერანთა ღვაწლი. ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად მივაღწიეთ, საქართველოს ტერიტორიაზე ფაშისტებმა ფეხის დადგმაც კი ვერ შეძლეს, ჩვენ ისინი შევაჩერეთ, კავკასიელ ხალხთან ერთად ბოლომდე გავუწიეთ წინააღმდეგობა მტრებს,"- მიმართა ნინო ბურჯანაძემ ონლაინკონფერენციის მონაწილეებს.

რა მიზანს ემსახურებოდა მისი ამ კონფერენციაში მონაწილეობა და კრემლის პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაციის "უკვდავ პოლკთან" დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი. ნინო ბურჯანაძეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა "კურიერთან" მოუწია. ბურჯანაძის თქმით, არ უნდა მოხდეს უკვდავი პოლკის იდეის პოლიტიზირება და არაფერია ცუდი, თუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ფოტოებს ქუჩაში გამოიტანენ და პატივს მიაგებენ. ნინო ბურჯანაძის თქმით, კარგი იქნება თუ მსგავს დიალოგებში, თუნდაც ონლაინ ფორმატში, მონაწილეობას მმართველი გუნდის წევრებიც მიიღებენ:

"თვითონ იდეა, რომ გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, ვინც დაღუპულია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი და მე მართლა მაქვს ის შთაბეჭდილება, როცა ამ ადამიანების ფოტოებს ვხედავ სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში, რომ ეს ადამიანები რაღაცა წამით ცოცხლდებიან. ნურავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ კარგი იდეა ცუდად გამოიყენონ და მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება, არც ამ და არც სხვა იდეაში. ამის პოლიტიზირება არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ ულამაზოა,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები