ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავს და ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიასა და არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ წერილში ყურადღებას ოპოზიციონერი ლიდერების საქმეებზე ამახვილებს. კუბილიუსის განცხადებით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად.