წერილს, რომელშიც ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, მმართველ გუნდში სუბიექტურს უწოდებენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპარლამენტარებს რომ ადგილზე ჩამოვიდნენ და შეისწავლონ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების საქმეები, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.
"ეს წერილი პირდაპირ მიუთითებს და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ჩავერიოთ სასამართლოს საქმიანობაში და გავათავისუფლოთ, ეს ჩვენი არც უფლებაა და არც მოვალეობა და ამას რეალურად ვერ მივცემთ მსვლელობას, თუმცა აქვე გავახსენებდი მე ბატონ კუბილიუსს, რომ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ გვქონდა შეხევდრები ბრიუსელსა და სტრასბურგში, ჩვენ მათ პირდაპირ ვთხოვეთ, რომ ჩამოსულიყვნენ, შეექმნათ ჯგუფი და ეს ძალიან მოწონებული იქნა მაშინ, შეესწავლათ კონკრეტული საქმეები, რომელიც მათ ადარდებდათ და მხოლოდ შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილებები," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს ინსტიტუციის პოზიციას არ წარმოადგენს და კონკრეტულად ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებაა
"ეს არ იყო შეთანხმებული ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტთან, ეს არის კონკრეტული ადამიანის პოზიცია, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა სუბიექტური განცხადებებით,"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.