უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილის ახალი პოსტი თავისივე პარტიის წევრებისთვის უკრაინის განვითარების, წარმატებისა და სიმდიდრის საფუძველია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წამოსული კრიტიკა, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, მხოლოდ ზიანს მოუტანს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, რომელიც მისივე თქმით, პირველ რიგში დავით ზალკალიანი იქნება.
ნიკა მელიას თქმით, სამწუხაროა ის კომენტარები, რომელიც მიხელ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას მოჰყვა.
"ეს მოვლენა ემსახურება არამხოლოდ უკრაინის განვითარებას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას და საწყენია "ქართული ოცნების" პოზიცია, რომელიც ახალი არ არის. თუკი ამ ფაქტზე უარყოფით კონტექსტში ვისაუბრეთ, ეს მხოლოდ ზიანს მოუტანს ერთი მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითად ისეთ მაღალ პოლიტიკურ პირს, როგორიც არის ბატონი დავით ზალკალიანი და ასევე ჩრდილს მიაყენებს ორ ქვეყანას (საქართველო-უკრაინა) შორის ურთიერთობას,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.