თბილისის მერი კახა კალაძე, უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას სერიოზულად ვერ უყურებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოგონილ თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც კახა კალაძე ამბობს, ეს კინო უკვე ნანახი აქვს.
"პირველ რიგში რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერი გადაწყვეტილებისთვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, მისი ამჟამინდელი - ვიტყოდი მოგონილი თანამდებობაც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკრაინის წინსვლაც. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მასთან დაკავშირებით მიიღეს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს,"- აცხადებს თბილისი მერი კახა კალაძე.