"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას COVID-19-ზე მოსახლეობის მასობრივი კვლევისკენ მოუწოდებს.
პარტია ითხოვს ხელისუფლებამ ხარისხიანი ტესტების შეძენა უზრუნველყოს, სამომავლოდ რისკების შესამცირებლად სკრინინგი ყველა დიდ ქალაქსა და საკარანტინო ზონებში განხორციელდეს.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს აშშ-სა და გერმანიის გამოცდილება, არის ყველაზე სანდო ტესტები, რომელსაც თითქმის 100%-იანი სანდოობა აქვს და სწორედ ამ ტესტებით მოახდინოს საქართველოს მოსახლეობის გაფართოებული კვლევა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.
პარტიის თავმჯდომარე ოთარ კახიძე კი ითხოვს, ხელისუფლებამ დროულად აამოქმედოს ეკონომიკა ყოველგვარი გამონაკლისები გარეშე.
"მოვუწოდებთ მთავრობას სრულად აამოქმედოს ეკონომიკა ყოველგვარი გამონაკლისები გარეშე, დაეხმაროს რეალურად ჩვენს მოქალქეებს და სრული ეპიდემიოლოგიური სურათის დასადებად ჩაატარონ მასობრივი ტესტირება,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე.