18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
გიორგი ვაშაძე მთავრობისგან კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმის გასაჯაროებას ითხოვს

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე მთავრობისგან კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმის გასაჯაროებას ითხოვს. გიორგი ვაშაძის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს რისი დაცვა მოუწევთ უცხოეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ ადამიანებს.

"მნიშვნელოვანი და აუცილებელია საჯარო გახდეს ყველა ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტი, როგორც ქართული ბიზნესისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ვიცოდეთ რა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა დავიცვათ ჩვენ.

და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უცხოელების მიერ საზღვრის გადაკვეთის და ტესტირების ალგორითმის, ე.წ. კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი, რომ თითოეულმა უცხოელმა, ვინც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, იცოდეს კონკრეტულად რა პროცედურა უნდა გაიაროს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები