ანა დოლიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, არასწორია, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებზე კეთდება.
ანა დოლიძის თქმით, ეკონომიკური წინსვლის გეგმა გარდაუვლად აუცილებელია.
"ჩვენ წინაშეა ორი რეალობა - უკან მომავალში შემოთავაზებული ხელისუფლების მხრიდან და ამბიცია, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ნახტომი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადოს ამბიციური გეგმა, ორიენტირებული ეკონომიკურ ნახტომზე, ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ გავაკეთებთ ნახტომს მესამე მსოფლიოს მომსახურე ქვეყნიდან პირველ მსოფლიოში," - განაცხადა ანა დოლიძემ.