18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ძალიან მაინტერესებს და დავაკვირდებით, როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერიოს - პრემიერი

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე  დანიშვნის საკითხს გიორგი გახარია გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაურკვეველია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის  სასამართლოს მიერ მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებული თუნდაც "მრჩევლად" ინიშნება.

"გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა პირადი შეხვედრები. ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია," - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომ ეს მათი ქვეყნის შიდა საქმეა, პრემიერმა ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს.

"როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები