18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
რამდენიმე თვეში ვიხილავთ გამოძევებულ სააკაშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, ეს სააკაშვილის მხრიდან მისი პოლიტიკური კარიერის რეინკარნაციის მორიგი მცდელობაა, რომელიც არც ამჯერად დასრულდება წარმატებით.

"ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. ალბათ, ევროპის ისტორიას, მთელი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა გუბერნატორი და შემდეგ ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გაძევებულ სააკაშვილს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

დღის ამბები