18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
თუ გაგრძელდა ეს საშინელი კორუფციული მდგომარეობა, არაფერი არ გამოვა - სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე უკრაინულ არხთან ისაუბრა

რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს ახალ თანამდებობაზე - საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ახლა უკვე უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, უკრაინულ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული ჩარევისაგან. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ქვეყანა უზარმაზარი კრიზისის წინაშეა და კორუმპირებული ოლიგარქების დრო უნდა დასრულდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება კი მთავრობასთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მოხდება.

"ჩვენ კრიზისის წინაშე ვართ და ახალა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ ამ კრიზისს. უკრაინას საოცრად ნიჭიერი ხალხი ჰყავს და რატომ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში. ასე მუშაობს კორუმპირებული ოლიგარქების ეკონომიკა. ჩვენ გავხსნით ბიზნესს და შევეკითხებით ყველას თუ როგორ ვიმოქმედოთ, გვექნება ამაზე შეხვედრები. ის რომ ჩემ კანდიდატურას ასე აკრიტიკებდნენ ესეც შემთხვევითი არ ყოფილა. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ მე ვერაფერი გავაკეთე ოდესაში. მე რომ ხელმოცარული ვყოფილიყავი და არაფერი გამეკეთებინა, მათ ასე არ შეეშინდებოდათ ჩემი. თუ გაგრძელდა ეს საშინელი კორუფციული მდგომარეობა, არაფერი არ გამოვა. უკრაინის ეკონომიკა ამხელა ზეწოლას ვეღარ გაუძლებს. უკრაინაში ყოველდღე ვაწყდებით აბსურდის თეატრს. არასდროს ახდება უკრაინის მტრების ოცნება . პრეზიდენტი ზელენსკი მე მენდობა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ არა მე, არამედ ყველასთან საერთო კონსულტაციების შედეგად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები