18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
რუსეთი ცდილობს სტალინის როლის ამაღლებით, უკრაინისა და საქართველოს მიმართ თავისი აგრესია გაამართლოს - უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც ერთი პირის მიერ იქნება მართული.

"ეს ემსახურება, რომ მიბაძონ საბჭოთა რეჟიმს, შექმნან გარე მტრის იმიჯი და გაამართლონ თავისი აგრესია ისეთი მეზობლების მიმართ, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, აწარმოონ ჰიბრიდული ომი კიდევ სხვა მრავალ სახელმწიფოსთან,"-  განაცხადა კულებამ.

 

დღის ამბები