18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
გახარიამ კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი, პოლიტპატიმრებს აუცილებლად გავათავისუფლებთ და ეს მოხდება არჩევნებამდე - სალომე სამადაშვილი

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია არ აპირებს ე.წ.ი პოლიტპატიმრების თემის განვრცობას. ამბობს, რომ საკითხზე წერტილი დასმულია და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები არ არსებობენ.

იქ, სადაც გახარიამ წერტილი დასვა, ოპოზიცია ძახილის ნიშანს იყენებს და ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ პროცესი შესაძლოა ისევ ჩიხში შევიდეს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან. 

"როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ, ეს მოხდება ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ.

გახარიას კი მინდა ვუთხრა - მისთვის და მისი პოლიტიკური პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სჯობს, რომ ეს გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები