03 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე  მთელი მსოფლიოსთვის. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში გააკეთა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით,  უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო და ყველა ვეტერანს მიულოცა დღევანდელი დღე.

"ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ ამ ომში წარმოდგენილი და უდიდესი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების მისაღწევად ამიტომ, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა, მივესალმო და მივულოცო ეს დღე ჩვენს ვეტერანებს, რომლებიც თუ არ ვცდები 372 ადამიანია ცოცხალი და მინდა, მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო,"– განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები