18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
პრორუსული ორგანიზაცია "უკვდავი პოლკი" ვაკის პარკში ჯერ არ გამოჩენილა - ნინო ბურჯანაძე მთავრობას ღირსეულად მოქცევისკენ მოუწოდებს

დღეს თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ. ტრადიციულად, ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. თუმცა წელს პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებს. ვეტერანებს ტერიტორიაზე რიგრიგობით და დისტანციის დაცვით უშვებენ.

ჯერჯერობით, ადგილზე არ გამოჩენილან პრორუსული ორგანიზაცია "უკვდავი პოლკის" აქტივისტები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მასშტაბური შეკრება დააანონსეს. ვაკის პარკში პოლიციის დიდი რაოდენობით მობილიზების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ "უკვდავი პოლკია," რადგან ორგანიზაციის წევრები წინასწარ აცხადებდნენ, რომ შეკრებაზე აკრძალულ სიმბოლოებს გამოიყენებდნენ.

ვაკის პარკში იმყოფებოდა  "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც სახელმწიფოს მიმართ ერთგვარი მოწოდება გააკეთა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლებს, პატივი მიაგონ ომში დაღუპულ გმირებს.

"არავითარ შემთხვევაში ამ არაჩვეულებრივი იდეის პოლიტიზირება არ გავაკეთოთ არც ერთმა მხარემ. ეს იდეა ეძღვნება გარდაცვლილ ადამიანებს, მათ გახსენებას. მინდა მთავრობას მივმართო და მოვუწოდო, რომ იმ 372 ადამიანს, ვინც ცოცხალი დარჩა, აღუნიშნონ ღირსეულად ეს დღე," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები