18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს - საბა ბუაძე

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. 

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ დევნა პოლიტიკოსებზე ხელისუფლების მხრიდან მათაც ეხებათ. საბა ბუაძე ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წევრების საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვს. 

"ჩვენ ერთი მხრივ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა, რომელსაც მათ შორის, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები და დამფუძნებლები განიცდიან "ქართული ოცნების" პროკურატურის მხრიდან და ასევე, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების დევნა. ამიტომ, ნდობის აღდგენისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, დევნა შეწყდეს და ის ადამიანები, რომლებიც ამ დაძაბულ სიტუაციაში პოლიტიკური დევნის ობიექტები გახდნენ, უნდა გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე. 

ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.

დღის ამბები