"საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი უკრაინაში საქართველოს დესპანი იყო, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში მოსალოდნელ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლებამ სასწორზე არ უნდა დადოს მოკლევადიანი წყენების და სიბრაზის გამო:
"უპირველესად თბილისის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ კიევთან და უკრაინასთან გვქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა, იმისთვის, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში გაკეთდეს ათჯერ მეტი, ვიდრე დღემდე კეთდება და რომ ვიაროთ წინ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
სასწორის ერთ მხარეზე დევს გაცილებით ღრმა შინაარსის, მრავალი ათწლეულის ურთიერთობა, საერთო ინტერესები, საერთო მისწრაფებები და საერთო საფრთხეც და მეორე მხრივ, არის უფრო მოკლევადიანი წყენები, სიბრაზე, რომელიც ძალიან მალე უნდა დამთავრდეს,"- განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.