18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ვინც 8 მარტის შეთანხმების წინააღმდეგ წავა, ავტომატურად აღმოჩნდება პოლიტიკური პროცესების მიღმა - რატი იონათამიშვილი

"ქართულ ოცნებაში" 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს შეთანხმება გულისხმობს საარჩევნო სისტემის შეცვლას და მმართველ გუნდს ამაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს. მეორე პუნქტი კი ეხება იმას, რომ შტოები ერთმანეთის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიონ.

რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი პარტია, ვინც ამ შეთანხმების შეუსრულებლობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობაა".

"ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება შესაძლოა არ შედგეს, არის "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული კლასტერი - პოლიტიკური სუბიექტები. ამიტომ, ვინც ამ პრეცენდენტს დაუშვებს და იმ პრინციპის წინააღმდეგ წავა, რაზეც იყო საუბარი 8 მარტის შეთანხმებაში, ის ავტომატურად პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები