"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ომის ვეტერანების ოჯახი მოინახულა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. შალვა ნათელაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ვეტერანების დამსახურება გაიხსენა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ვეტერანებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"საქართველომ გაიღო ყველაზე დიდი მსხვერპლი. 400 000 ვაჟკაცი ჩაწვა ევროპის სტეპებში. უმაღლესი მთავარსარდალიც ქართველი იყო. ვფიქრობ, მოვიდა დრო, გერმანიამ აანაზღაუროს ეს უზარმაზარი ზარალი, გასცეს კომპენსაცია და დახმარება დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, ომის დარჩენილ ცოცხალ ვეტერანებზე და ასევე, საქართველოს ბიუჯეტში შემოიტანოს ის პატარა ნაწილიც კი, რა ზარალიც მოგვაყენა ჩვენ გერმანიის ხელისუფლების მიერ გაჩაღებულმა ამ უდიდესმა ომმა,"- აცხადებს "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.