03 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
მნიშვნელოვანია ტურისტების შემოსვლისას ტესტირების ალგორითმი შემუშავდეს - გიორგი ვაშაძე ექიმებს შეხვდა

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დღეს ექიმებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს და განიხილეს აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საავადმყოფოებში შექმნილ პრობლემებზეც იმსჯელეს.

"განვიხილავთ ორ მნიშვნელოვან საკითხს: პირველი გახლავთ ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტები, რომელიც ყველასათვის საჯაროდ ცნობილი უნდა იყოს, რომ ქართული ეკონომიკა ამოიქოქოს და ადამიანები სამსახურში წავიდნენ. დოკუმენტი ყველასათვის საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომელიც ყველა მიმართულებას უნდა მოიცავდეს.

მეორე არის ტურიზმი, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ამაზეა ჩამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტების შემოსვლისას ტესტირების ალგორითმი შემუშავდეს,"- აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

 

 

 

დღის ამბები